top of page
Белые стены

ჩვენს შესახებ

Белая Ткань

     ამბობენ კომპანიები დამფუძნებელს ემსგავსება ან პირიქით დამფუძნებლები კომპანიებს. მაშასადამე, რამდენიმე ნაბიჯს მოგითხრობთ დამფუძნებლის ცხოვრებიდან კომპანიის შექმნამდე.

ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური და სანახაობრივი სპორტია. დიახ, სწორედ აქედან იწყება ისტორია, პროფესიონალი ფეხბურთელიდან, ბიზნეს ინდუსტრიამდე!

მოკლედ რომ ვთქვათ, ფეხბურთელის ყოველი დღე არის რეჟიმის დაცვა, თამაშიდან-თამაშამდე, ვარჯიშიდან-ვარჯიშამდე. ამ ყოველდღიური რუტინის დასაწყისი ლუკასთვის, ფინჯან ყავასთან მომავალზე ფიქრით იწყებოდა. სწორედ აქ იბადებოდა იდეა, რომელიც ყოველდღიურად მწიფდებოდა განხორციელების დონეზე. მთავარი აზრი იყო ყავის კულტურის დანერგვა საქართველოში. ყავა ხომ სიფხიზლესთან, ენერგიასთან ასოცირდება,  თუ ეს ორი რამ გაქვს დილიდან, დღეც შესაბამისად მშვენიერია!

საბოლოოდ კი ყავის, ენერგიის, განწყობის და ყველაფერი ამის გაერთიანება დღეს ლუის ყავის სახელის ქვეშ შეგვიძლია.

    როდესაც მან მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რომ დაესრულებინა ფეხბურთელის კარიერა და დაეწყო მისთვის სრულიად ახალი მიმართულება, რასაც ბიზნესმენობა ეწოდება, ერთადერთი რაც მას თავში უტრიალებდა, ყველაფრის ფასად უნდა შეექმნა კომპანია, რომელიც ფეხბურთთან დაკავშირებულ სენტიმენტებს არა თუ გადაფარავდა არამედ, კონკურენციას გაუწევდა ყველა დროის ძლიერ ყავის კომპანიებს.

პირველი გადაწყვეტილება რომელიც მიიღო იყო თავისი ძვირად ღირებული მანქანის გაყიდვა, ეს ფული იმდენად სწორად გადაანაწილა რომ დღეს თბილისსა და რუსთავში რამდენიმე ფილიალის მფლობელია.

და ბოლოს ლუკა თვლის რომ ფეხბურთსა და ბიზნეს შორის დიდი კავშირი არის, ორივეს ბევრი შრომა სჭირდება, ასევე წინასწარი გათვლები, მუდმივად ფორმაში ყოფნა და განვითარებაზე ფიქრი.

მისი ერთ-ერთი საყვარელი ფრაზა არის- „ბიზნესი ფეხბურთის მოედანს ჰგავს, ყოველთვის ფხიზლად უნდა იყო და არცერთი წამით არ უნდა შეჩერდე!“

bottom of page